⚽️ ურეკში მიმდინარე საფეხბურთო ტურნირი, თერთმეტწლამდე გუნდებს შორის, დღეს ფინალური მატჩით დასრულდება. ოდიშელთა თერთმეტწლამდელებს პლეიო-ოფში გასასვლელად მცირედი დააკლდათ.
⚽️ პირველი მატჩი ნორჩმა ოდიშელებმა ქუთაისის “სერვალთან” 2:1 დათმეს და ამ შეხვედრაში გოლი დემეტრე იზორიამ გაიტანა. მეორე მატჩი ისევ იმერულ კლუბთან გამართეს და ამჯერად “სამტრედიასთანაც” იმავე ანგარიშით დამარცხდნენ. გოლი კი, ანდრია ლეჟავამ გაიტანა.
⚽️ ბოლო შეხვედრაში ნორჩმა ოდიშელებმა თბილისის “იბერია 1919”-თან მატჩი ფრედ 2:2 დაასრულეს, არადა უპირატესობა ჰქონდათ და მცირედი დააკლდათ. გოლები გიორგი კუხალეიშვილმა და გიორგი კაკულიამ გაიტანეს. ელიტ-ლიგაში და ტურნირშიც გამართული მატჩებიდან, ბოლო 15 დღეში ნორჩ ოდიშელებს 7 თამაში მოუწიათ და ამან გარკვეული როლიც ითამაშა. მიუხედავად ამისა, პატარა ოდიშელები მზადებას უკვე ცოტა ხანში გააგრძელებენ და ახალ ტურნირშიც ჩაებმებიან.
⚽️ დღეს კი ფინალში, ქუთაისის “მართვე” და “სამტრედია” ითამაშებენ.
Share

Leave a Reply