ჭაბუკთა ელიტ ლიგაში, თერთმეტწლამდე გუნდებმა მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები გამართეს. ნორჩმა ოდიშელებმა გასვლაზე, ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდის წინააღმდეგ ითამაშეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
ერთადერთი გოლი კობა შულაიამ, პირველი ნახევარში გაიტანა, რაც საბოლოოდ გუნდისთვის სამი ქულის მომტანი გახდა. ამჯერად ოდიშელთა თერთმეტწლამდელები ბოლო ტურებში დაუმარცხებლები არიან.