⚽️ ოდიშელთა თორმეტწლამდელებმა, მეთორმეტე ტურის შეხვედრაში, რუხის ტექნიკურ ცენტრში, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს ფოთი-1-ს უმასპინძლეს და მეტოქეს პირველი მარცხი აგემეს.
⚽️ პირველი ტაიმის ნულოვანი ფრის შემდეგ, მასპინძლებმა მეორე ნახევარში ანგარიში სწრაფად გახსნეს და გოლი ილია ოყუჯავამ გაიტანა. ცოტა ხანში ზღვისპირელებმა ანგარიში გაათანაბრეს.
⚽️ ამის შემდეგ ინიციატივას ისევ ოდიშელები დაეუფლნენ და ილია ოყუჯავამ მეორედ აიღო მერტოქის კარი. ოყუჯავამ დუბლი შეასრულა და მატჩის გმირიც გახდა. ოდიშელებმა მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
Share

Leave a Reply