ოდიშელთა ცამეტწლამდელებმა მერვე ტურის მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარეს და ექვსი უპასუხო გოლით, მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ოდიშელებმა რუხის ტექნიკურ ცენტრში, ბათუმის “მახინჯაურს” უმასპინძლეს და ორივე ტაიმში გატანილი სამ-სამი გოლით მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
ანგარიში ილია ბუკიამ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის დასრულებამდე საბა ხუხუამ ერთმანეთის მიყოლებით ორჯერ აიღო ზღვისპირელთა კარი – 3:0.
მეორე ნახევარში, გიორგი ტაბაღუამ ოთხამდე გაზარდა ანგარიში, ხოლო დარჩენილ დროში მეორე დუბლიც ვიხილეთ. ილია ოყუჯავამ მიღწეულ შედეგს კიდევ ორი გოლი დაამატა და ოდიშელთა წარმატება ექვსბურთიანი გახადა.
მომდევნო მეცხრე ტურის შეხვედრა, ოდიშელთა ცამეტწლამდელებს კვლავ ზღვისპირელებთან უწევთ -ამჯერად ისინი მესამე ადგილზე მყოფ ბათუმის “დინამო”-ს /თეთრები/ წინააღმდეგ მატჩს, გასვლაზე 23 მაისს გამართავენ.