ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა მერვე ტურის შეხვედრა, გასვლაზე ხობის “კოლხეთი”-ს წინააღმდეგ გამართეს და ოთხი უპასუხო გოლით, მორიგი სამი ქულა მოიპოვეს.
ხობელთა კარში პირველი გოლი დემეტრე იზორიამ გაიტანა. მომდევნო ჯერზე მამუკა ჭანტურიამ, მეორედ აიღო მეტოქის კარი. შესვენებამდე, კობა შულაიამ მესამე გოლით ფაქტობრივად მატჩის ბედი გადაწყვიტა, მაგრამ ეს საბოლოო შედეგი არ ყოფილა.
მეორე ნახევარში ისევ სტუმრები უტევდნენ და უკვე კობა შულაიამ მეოთხედ შეარხია მეტოქის კარის ბადე-თვითონ დუბლი შეასრულა. ეს გოლი ბოლო აღმოჩნდა და ნორჩმა ოდიშელებმა გასვლაზე 4:0 მოიგეს.