ოდიშელთა ათწლამდელებმა, რომელსაც პაატა გოგოხია ხელმძღვანელობს, ჭაბუკთა ლიგაში მეორე წრის პირველი ტურის მატჩი გასვლაზე აბაშის “ზანა”-ს წინააღმდეგ გამართეს.
მიუხედავად იმისა, რომ ნორჩ ოდიშელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა და ესეც სტუმართა სასარგებლოდ. სამქულიანი გოლის ავტორი კობა შულაია გახდა.