მეექვსე ტურის მატჩი, ოდიშელთა ათწლამდე გუნდმა, რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართა ბათუმის “დინამო”-ს აკადემიას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლებმა 4:1 მოიგეს.
პირველ ტაიმში ზღვისპირელები დაწინაურდნენ და თამაშის ნახევარი, მათ სასრგებლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში, ოდიშელების მხრიდან, ერთმანეთის მიყოლებით ორ-ორი დუბლი ვნახეთ.
წონასწორობა გაბრიელ ჯიქიამ აღადგინა, ხოლო მათე ჯიჭონაიამ საკური გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ისევ გაბრიელ ჯიქიამ გაზარდა ანგარიში და მათე ჯიჭონაიამ მეოთხე გოლით შეხვედრას წერტილი დაუსვა.