⚽️ იმერეთის ფეხბურთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ღია ჩემპიონატის, რამაზ შენგელიას სახელობის თასზე, მოასპარეზე გუნდებმა დღეს მეორე ტურის შეხვედრები გამართეს. ოდიშელთა თექვსმეწლამდე გუნდი, ამ ტურნირში როგორც ადრე აღვნიშნეთ, ჩვიდმეტწლამდე ასაკობრივ შეჯიბრში გამოდის და გასვლაზე, ქუთაისის “ტორპედო 2023”-ს დაუპირისპირდა. შეხვედრა სტუმრებმა 1-4 მოიგეს.
⚽️ პირველი ტაიმი ოდიშელებმა ორბურთიანი უპირატესობით დაასრულეს. ანგარიში საბა შეროზიამ გახსნა, ხოლო მეორე გოლით მალხაზ გოგოხია გამოირჩა.
⚽️ მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, მალხაზ გოგოხიამ სხვაობა სამბურთიანი გახადა და დუბლი გაიფორმა, ხოლო მეოთხე გოლი ილია ქებურიას ანგარიშზეა. მასპინძლებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს.
⚽️ ოდიშელთა ახალბედა გუნდი, 19 აპრილს მესამე ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს და ხაშურის “ივერია 1”-ს უმასპინძლებს.
Share

Leave a Reply