⚽️ იმერეთის ღია ჩემპიონატი 2024 -ის და რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებას, მიმდინარე წელსაც იმერეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. ჩვიდმეტწლამდე გუნდები ორ ჯგუფად არის დაყოფილი. აღსანიშნავია, რომ ოდიშელთა თექვსმეტწლამდე გუნდი, ერთის წლით უფროსი ასაკის გუნდებს შორის ასპარეზობს და ნორჩმა ოდიშელებმა, პირველი ოფიციალური ტურიც გამართეს.
⚽️ ახალბედა ოდიშელებმა “ზედაეწერი”-ს სტადიონზე, საჩხერის “ჩიხურა”-ს უმასპინძლეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
⚽️ მასპინძლებმა ორივე გოლი პირველნახევარში გაიტანეს. ანგარიში ლუკა კალანდიამ გახსნა, ხოლო მეორედ მეტოქის კარი მალხაზ გოგოხიამ აიღო.
⚽️ მეორე ნახევარში იმერლებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა მაინც დამარცხდნენ.
Share

Leave a Reply