მეორე ტურის შეხვედრა გამართეს ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა დღეს და გასვლაზე “ბათუსი” ბათუმის წინააღმდეგ ითამაშეს. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
პირველ ნახევარში ზღვისპირელები დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის დასრულებამდე ოდიშელთაგან, კობა შულაიამ ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, კვლავ მასპინძლები გავიდნენ წინ, მაგრამ სტუმრებმა ისევ აღადგინეს სტატუსქვო. დემეტრე იზორიამ გამთანაბრებელი გოლი გაიტანა, რაც შეხვედრის საბოლოო შედეგიც გამოდგა – 2:2.
მომდევნო მესამე ტურის მატჩს ნორჩი ოდიშელები, 7 აპრილს გამართავენ და “ხელვაჩაურს” უმასპინძლებენ.