ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი”-სა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი “ოდიში 1919”-ის ორგანიზებით მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა თამაზ კეზუას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში – ჭაბუკთა შორის. მონაწილეობას იღებდნენ ლიაში, ჯვარში, ყულიშკარში, ახალაბასთუმანში, კახათში და შამგონაში არსებული სხვადასხვა ასაკობრივი საფეხბურთო გუნდები.
ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა შამგონაში არსებულმა საფეხბურთო კლუბი “ოდიში 1919”-ის გუნდმა, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ლიას საფეხბურთო გუნდი.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ მედლებით და სიგელებით, ასევე თამაზ კეზუას თასი გადაეცა “ოდიში 1919”-ის ცენტრალურ მცველს მათე ჯგუნჯგიას.
საფეხბურთო კლუბ “ოდიში 1919”-ისა და სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის მთავარი მიზანია ჩვენს ქალაქში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ასევე შესაძლებლობის ფარგლებში, ქალაქის მოზარდების წახალისება.
Share

Leave a Reply