ოდიშური მზით და ოდიშური ზეცით,
ნაოცნებარ გზებით, დაუოკარ გზნებით,
შეტევით და ბრძოლით, ვაჟკაცური როლით,
არწივული ფრთებით, კვლავაც
გამარჯვებით…
“მერეთეფის” ტაში და მებრძოლი გული,
მოედანზე მუდამ მწვანე გაზაფხული,
თამაშით და უღლელ გუნდურ შემართებით ,
გაგახარებთ ასე ჩვენი
გამარჯვებით…
“მერეთეფი” დგანან ზუგდიდელთა კედლად,
ოდოიას რწმენა მოგვეღმერთა ბედად,
აბარჩხალდა ცისფრად მოხასხასე მოლი,
უფალს ვწირავთ სანთელს- ოდიშართა გოლით…
ამ ნათელი გზით და დაუოკარ გზნებით,
ოდიშური მზით და ოდიშური გზებით!..
ავტორი: ლაშა გვასალია