6 აპრილი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 2013 წელს სპორტის საერთაშორისო დღედ მშვიდობისა და განვითარებისთვის (IDSDP) გამოცხადდა და 2014 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
რატომ აღვნიშნავთ ამ დღეს?
ეს დღე ყოველწლიურად იძლევა შესაძლებლობას აღვნიშნოთ სპორტის ძალა, რომელიც ხელს უწყობს სოციალური ცვლილებების განვითარებას, საზოგადოების განვითარებას, სამართლიანობისა და ჩართულობის წახალისებას და მშვიდობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას ინდივიდებს, თემებსა და ერებს შორის.
ამ დღის აღნიშვნით თქვენ იზიარებთ ხედვას, რომ სპორტი ხელს უწყობს სამყაროში პოზიტიურ ცვლილებებს.
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს საფეხბურთო კლუბი “ოდიში 1919”-ის ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი მინი ფეხბურთში, ამავე კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებს შორის.

Share

Leave a Reply