🔵 მიმდინარე წლის 11-13 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ორდუში, გაიმართა 2014-2015-2016-2017 წლებში დაბადებული ფეხბურთელების საერთაშორისო ტურნირი ⚽🇹🇷
საფეხბურთო კლუბის “ოდიში 1919”-ის U10-ის და U11-ის ასაკობრივმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა 💙💛
2014 წელს დაბადებულებმა ჯგუფურ ეტაპზე გამართეს საინტერესო და დაძაბული მატჩები, სადაც თურქეთის სხვადასხვა ქალაქის გუნდებს დაუპირისპირდნენ
მტკიცე ბრძოლის შემდეგ მათ ჯგუფში მესამე ადგილი აიღეს 🥉
ამის შემდეგ გუნდი გადავიდა ბრინჯაოს ჯგუფში, სადაც მესამე ადგილოსნებს შორის ჩამოყალიბდა ახალი ჯგუფური ეტაპი.
ჩვენმა ბიჭებმა აქ უკვე სამიდან სამი გამარჯვება მოიპოვეს 🤩💪
და ბრინჯაოს ჯგუფის გამარჯვებულებიც გახდნენ! 🏆🔥
ოდიშელებს გადაეცათ დამსახურებული მესამე ადგილის თასი და ბრინჯაოს მედლები 🥉🏆🎉
ვულოცავთ გუნდს და სამწვრთნელო შტაბს ამ წარმატებას! 👏💛💙
Share

Leave a Reply