ვერცხლის ლიგა დაიწყო და დღეს, ჩვიდმეტწლამდე გუნდებს შორის ერთი შეხვედრა გაიმართა “ზედაეწერი”-ს სტადიონზე, სადაც ოდიშელებმა, თბილისის “გრანდს” უმასპინძლეს. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მასპინძელთა მოგებით 2:1 დასრულდა.
ოდიშელები, პირველ ნახევარში გიორგი გახარიამ დააწინაურა, როცა მან კუთხურის შემდეგ დასწრებაზე კარგად ითამაშა და ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმის განახლებიდან მალევე, გოჩა ბენდელიანის წინააღმდეგ სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშეს და თერთმეტრიანი დაინიშნა. პენალტი თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა და მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა – 2:0.
ამის შემდეგ ორთაბრძოლები კიდევ უფრო მკვეთრი გახდა, თუმცა მასპინძლებმა სამი ქულის მოპოვება შესძლეს. სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს და თამაშსაც ინტრიგა დაუბრუნეს, მაგრამ მათ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს.