
შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა მოგებით 2:1 დასრულდა. ოდიშელთაგან გოლი გეგა ხაჯალიამ გაიტანა. მეორე ნახევარში კი, ანგარიში შეიძლება ითქვას, სრაფი ტემპით იცვლებოდა. ოდიშელთაგან გეგა ხაჯალიამ, პირველ გოლს მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მეორეც მიამატა და წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ იმავე ხაჯალიამ უკვე ჰეთრიკი გაიფორმა და ოდიშელები წინ გაიყვანა. გაშვებული გოლის შემდეგ ფაზისელებმა თანაფარდობის აღდგენა შესძლეს, თუმცა ბოლოსკენ თემო ქარჩავამ მეოთხედ აიღო მეტოქის კარი და ოდიშელებს სამი ქულა შესძინა.