საფეხბურთო კლუბი “ოდიში 1919” ახალი ძალებით შეუერთდება 2020 წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, ვინაიდან გუნდს შემოუერთდნენ ზუგდიდელი გამოცდილი ფეხბურთელები, კერძოდ, შოთა ლომია, ლაშა კუკავა და ლევან წურწუმია, რომელთაც ფეხბურთში მიღწეული წარმატებებით თავიანთი სიტყვა უკვე ეთქმით. ასევე, კლუბის ძირითად შემადგენლობაში ირიცხებიან საფეხბურთო კლუბი “დინამო”-ს ახალგაზრდა ფეხბურთელები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, საფეხბურთო კლუბი ოდიშის ძირითად უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ გუნდი დაკომპლექტებულია, მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელებით, რითაც ხელს ვუწყობთ ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.