ელიტ-ლიგის გათამაშებაში, ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა 23-ე ტურის შეხვედრა გამართეს ჩხოროწყუში, ადგილობრივი “სამეგრელო”-ს წინააღმდეგ. მატჩი სტუმრებმა დიდი ანგარიშით 8:1 მოიგეს.

შეხვედრის პირველი ნახევარი, მიუხედავად შედეგისა, შეიძლება მეტ-ნაკლებად მაინც ორთაბრძოლის მიმართულებად ჩაითვალოს. თამაშის ნახევარიც სტუმართა მოგებით 2:1 დამთავრდა.

აი მეორე ტაიმში კი, სრულიად ცალსახა უპირატესობა ჰქონდა ნორჩ ოდიშელებს და გოლთაცვენაც ვიხილეთ. მასპინძელთა კარის აღება ანდრია კუკავამ და მან, გარკვეული ინტერვალებით ოთხჯერ შესძლო თავის გამოჩენა – კუკავამ პოკერი შეასრულა. კუკავას მცირედით ჩამორჩა ანდრია როგავა, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით სამი გოლი გაუტანა მეტოქეს. საბოლოო ანგარიში კი, მათე ჯიჭონაიამ დააფიქსირა.