თურქეთში მიმდინარე საერთშორისო ტურნირში, როგორც უკვე იცით ოდიშელთა თერთმეტწლამდე ორი გუნდი მონაწილეობს. ორივე გუნდმა, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფში ასპარეზობდა, ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში მოიგო და ოქროს ლიგაში მონაწილეობს.
ხვალ 21 იანვარს, დასკვნითი მატჩები გაიმართება ოქროს ლიგაში და სწორედ, პირველ თამაშს ორი ოდიშური გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ იწყებს. საერთაშორისო ტურნირის ფინალური ეტაპი ხვალ გაიმართება როგორც უკვე აღვნიშნეთ და ტურნირიც დასრულდება. წარმატებები ნორჩ ოდიშელებს!!!