რეგიონულ ლიგის გ ჯგუფში, 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ოდიშელთა საბაზისო გუნდმა, ამ ტურის შეხვედრაში, აუტსაიდერს ჩხოროწყუს “სამეგრელო”-ს უმასპინძლა და მეტოქე, სამი უპასუხო გოლით დაამარაცხა.
ამ შეხვედრაში დუბლი საბა ჭკადუამ შეასრულა, ხოლო მესამე გოლი გიორგი გახარიას ანგარიშზეა. ბესიკ შეროზიას გაწვრთნილები, მომდევნო 27-ე ტურის მატჩსაც, საკუთარ სტადიონზე გამართავენ. 3 ნოემბერს ოდიშელები, “ხონი 2024”-ს უმასპინძლებენ.