მეცამეტე ტურის შეხვედრა გამართეს ოდისელთა თორმეტწლამდელებმა და რუხის ტექნიკურ ცენტრში, აბაშის “ზანა”-ს უმასპინძლეს. პირველი ტაიმის ნულოვანი ფრის შემდეგ, ნორჩმა ოდიშელებმა მეტოქე მეორე ნახევარში დაჯაბნეს და ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
მეორე ნახევარში ანგარიში ილია ბუკიამ გახსნა, რის შემდეგაც გეგა ნაყოფიამ მეორედ აიღო მეტოქის კარი და შეხვედრაც დაასრულა.