იმერეთის ღია ჩემპიონატის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშების მეოთხე ტურის შეხვედრა, ოდიშელთა თექვსმეტწლამდელებმა, გასვლაზე წალენჯიხის “სქური”-ს წინააღმდეგ გამართეს და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ამ შეხვედრაში ახალბედა ოდისელები სამქულასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მასპინძლებმა შეხვედრის ბოლოსკენ ქულის გადარჩენა მოახერხეს. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ოდიშელები დიმიტრი ხუბულავამ დააწინაურა და ამის შემდეგ, წალენჯიხელებმა წონასწორობა აღადგინეს. ოდიშელებმა ოთხი შეხვედრიდან, ორი მოიგეს და ორიც ფრედ ითამაშეს.
შეგახსენებთ, რომ ოდიშელთა თექვსმეტწლამდელები, იმერეთის ღია ჩემპიონატში, ჩვიდმეტწლამდეწლამდე ჯგუფში ასპარეზობენ და ამ ეტაპზე ლიდერთა სამეულში არიან.