ჭაბუკთა ელიტ ლიგაში ათწლამდე გუნდებმა მეოთხე ტურის შეხვედრები გამართეს. ვინაიდან, ამ ჯგუფში შვიდი გუნდი ასპარეზობს, ნორჩმა ოდიშელებმა წინა ტური გამოტოვეს და დღეს რუხის ტექნიკურ ცენტრში, მარტვილის საფეხბურთო აკადემიის გუნდს შეხვდნენ.
ნორჩ ფეხბურთელთა პაექრობა, სტუმრთა დაწინაურებით დაიწყო და უკვე პირველ ტაიმში, ჭყონდიდელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. პირველი ნახევრის დასრულებამდე ანდრია გოგოხიამ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა და გუნდები შესვენებაზე ამ ანგარიშით გავიდნენ.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში ისევ მარტვილელები დაწინაურდნენ და უკვე უპირატესობა ორბურთიანი გახდა. სხვაობა მეორე გატანილი გოლით, ანდრია როგავამ შეამცირა, ხოლო საჯარიმო დარტყმის შემდეგ კობა შულაიამ ანგარიში გაათანაბრა -3:3.
ანდრია როგავამ კვლავ გამოიჩინა თავი, დუბლი შეასრულა და ოდიშელები წინ გავიდნენ, ხოლო ანდრია ჭაჭუამ ბოლო მეხუთე გოლით სამი ქულა გააფორმა.