⚽️ თამაზ კოსტავას სახაელობის ტურნირში უკვე ყველაფერი გარკვეულია და ფინალისტების ვინაობაც ცნობილია. ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა, ნახევარფინალში თანაქალაქური გუნდი “ბაია” ზუგდიდი 5:0 დაამარცხეს და ისინი ფინალში ითამაშებენ.
⚽️ პირველ ტაიმში ორი გატანილი გოლი ალექსი ნაყოფია გამოირჩა და თამაშის ნახევარიც ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმში დემეტრე იზორიამ სამამდე გაზარდა ანგარიში, მეოთხე გოლი კობა შულაიას ანგარიშზეა, ხოლო მეხუთე გოლი მამუკა ჭანტურიამ გაიტანა.
⚽️ ხვალ 26 მაისს, ფინალში ერთმანეთს “ოდიში 1919” ზუგდიდი და “გრანდ” თბილისის გუნდები შეხვდებიან.
Share

Leave a Reply