⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგის, მესამე ტურის მატჩი, ოდიშელთა თორმეტწლამდე გუნდმა, რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართა და ხობის “კოლხეთი” მიიღო. მასპინძლებმა მეტოქე 3:1 დაამარცხეს.
⚽️ ანგარიში ოდიშელებმა, თამაშის დაწყებიდან მალევე გახსნეს. ლაზარე გიგიბერიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ოდიშელთა უპირატესობა სოლიდური, ილია ოყუჯავამ მეორე გატანილი გოლით გახადა და პირველი ტაიმიც ამ ანგარიშით დასრულდა.
⚽️ მეორე ნახევარში ილია ოყუჯავამ დუბლი შეასრულა და უკვე ოდიშელთა წარმატებას წერტილი დაუსვა. სტუმრებმა ერთი გოლის გატანა მოახერხეს.
Share

Leave a Reply