გასვლითი შეხვედრა გამართა დღეს, ოდიშელთა თერთმეტწლამდე გუნდმა, რომელსაც ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში მეოთხე ტურის მატჩი ჩხოროწყუს “სამეგრელო”-ს წინააღმდეგ ჰქონდა.
შეხვედრა ოდიშელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს და ერთადერთი გოლი მეტოქის კარში კობა შულაიამ გაიტანა. შულაიამ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა და შედეგიც უცვლელი დარჩა.
მეხუთე ტურის შეხვედრას ნორჩი ოდიშელები, 21 აპრილს რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართავენ და ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდს უმასპინძლებენ.