მარტვილელებთან თერთმეტწლამდელებმაც ფრედ დაასრულეს შეხვედრა
მორიგი ტურის შეხვედრა გამართეს და ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა და რუხის ტექნიკურ ცენტრში, მათი მეტოქეც მარტვილის საფეხბურთო სკოლის გუნდი იყო. უფროსი ასაკის გუნდისგან განსხვავებით ეს შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ 2:2 დასრულდა.
ნორჩ ოდიშელთაგან გატანილი გოლებით თავი, მათე ჯიჭონაიამ და ნიკოლოზ შონიამ გამოიჩინეს. მომდევნო მეცხრამეტე ტურის შეხვედრას, ოდიშელთა თერთმეტწლამდელები გასვლაზე, აბაშის “ზანა”-ს წინააღმდეგ, 11 ოქტომბერს გამართავენ.