ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა დღეს, მეხუთე ტურის მატჩი რუხის ტექნიკუ ცენტრში გამართეს და ჩხოროწყუს “სამეგრელო”-ს უმასპინძლეს. შეხვედრა ოდიშელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს და ეს მათი, მიჯრით მეხუთე სამქულიანია.
მატჩის სანახაობრივად საინტერესო გამოდგა, თუმცა გოლი მეორე ნახევარში ვიხილეთ. ერთადერთი გოლი მეტოქის კარში, ლუკა სიჭინავამ გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა შესძინა. ნორჩი ოდიშელები ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ და მომდევნო ტურისთვის ემზადებიან.