ოდიშელთა თოთხმეტწლამდელები სრული სვლით აგრძელებენ ასპარეზობას და მორიგი ტურის შეხვედრაც სამქულიანით დაასრულეს. დღეს ახალბედა ოდიშელებმა, გასვლაზე აბაშის “ზანა”-ს წინააღმდეგ ითამაშეს და მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლიეს.
ერთადერთი და გამარჯვების გოლი მეტოქის კარში, მეორე ნახევრის ბოლოსკენ ირაკლი ბელქანიამ გაიტანა. ამჯერად ოდიშელები გათამაშების ერთპიროვნული ლიდერები არიან.
მომდევნო ტურის მატჩს ოდიშელები გამოტოვებენ ხოლო, მეორე წრის პირველ შეხვედრას ისინი 27 ივნისს გასვლაზე, ბათუმში “ბაკური”-ს წინააღმდეგ ითამაშებენ.