⚽️ ჭაბუკთა შორის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები, ცამეტწლამდე გუნდების მონაწილეობით, დღეს გაიმართა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო ლიდერთა შორის თამაში. მეგრული გუნდების “ოდიში 1919”-“საფ.სკოლა” მარტვილის გუნდების დაპირისპირება იმით იყო გამორჩეული, რომ ეს გუნდები თანაბარი ქულებით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
⚽️ აღნიშნულ გუნდებს შორის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. თავდაპირველად ჭყონდიდელები დაწინაურდნენ, რასაც ცოტა ხანში მასპინძელთა გოლი მოჰყვა. ოდიშელთაგან თავი გატანილი გოლით, გიორგი ტაბაღუამ გამოიჩინა.
⚽️ შემდეგი ტურის მატჩს ახალბედა ოდიშელები გამოტოვებენ და უკვე მეცამეტე ტურში ისინი, გასვლაზე ერთპიროვნული ლიდერის “საფეხბურთო სკოლა” ფოთი-1-ის წინააღმდეგ ითამაშებენ.
Share

Leave a Reply