
გოლების გატანას სათავე შოთა კვარაცხელიამ დაუდო, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ კი ვახო ხურცილავამ ანგარიში სამამდე გაზარდა. საბა ბეჭვაიამაც ორჯერ აიღო მეტოქის კარი და დუბლი მიითვალა. დიმა ბაკარანძემ ანგარიში ექვსიანი გახადა, გიგი წყაროზიამ მეშვიდე გოლი მიითვალა, ხოლო შეხვედრას მერვე გოლით წერტილი, ნიკოლოზ სამუშიამ დაუსვა.