⚽️ ვერცხლის ლიგის გათამაშებაში თხუთმეტწლამდე გუნდებმა, მეექვსე ტურის მატჩები გამართეს. ოდიშელებმა რუხის ტექნიკურ ცენტრში, თბილისის “ავაზა”-ს უმასპინძლეს და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს.
⚽️ უამინდობის მიუხედავად გუნდებმა ქულების მოსაპოვებლად უშეღავათო ორთაბრძოლები გამართეს. პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა.
⚽️ უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში დედაქალაქელები დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წონსაწორობა შეხვედრის ბოლოსკენ აღადგინეს. მათ აქტიურ შეტევას სტუმართა კარში ავტოგოლი მოჰყვა.
Share

Leave a Reply