⚽️ ოდიშელთა თორმეტწლამდელებმა 24-ე ტურის შეხვედრა გამართეს და მათ, ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდს უმასპინძლეს. შეხვედრა ოდიშელთა მოგებით 3;1 დასრულდა.
⚽️ თორმეტწლამდელებმა მეტოქეს, პირველივე ნახევარში აჯობეს, როცა გურულთა კარში სამი უპასუხო გოლი გავიდა. ანგარიში ალექს შონიამ გახსნა, რის შემდეგაც ალექს მოლაშხიამ ორამდე გაზარდა ანგარიში, ხოლო მესამე გოლი ილია ლეჟავამ გაიტანა. სტუმრებმა მეორე ნახევარში, ერთხელ მოახერხეს მეტოქის კარის აღება.
⚽️ მომდევნო 25-ე ტურის მატჩს, ნორჩი ოდიშელები გასვლაზე 8 ნოემბერს გამართავენ და ჩხოროწყუს “სამეგრელო”-ს შეხვდებიან.
Share

Leave a Reply