მეათე ტურის შეხვედრა გამართეს ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა, ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში და ს.კ. “ჯვარი”-ს წინააღმდეგ, თამაში ფრედ 2:2 დაასრულეს.
პირველი ტაიმის შუაწელისკენ, ნიკოლოზ თუთბერიძემ ოდიშელები დააწინაურა. გოლი კი, ნიკოლოზ ტუღუშის ფლანგურ გარღვევას მოჰყვა და თუთბერიძემაც შეტევა შედეგიანად დაასრულა. ტაიმის ბოლოსკენ ჯვარელებმა წონასწორობა აღადგინეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე მასპინძლები გავიდნენ წინ -გაშვებულ გოლს სტუმრებმა ცოტ ხანში უპასუხეს. ამ ეპიოზდში ოდიშელებმა როლები გაცვალეს და ამჯერად, ნიკოლოზ თუთბერიძის გარღვევა, ნიკოლოზ ტუღუშმა გამთანაბრებელი გოლით დააგვირგვინა -2:2.
მეთერთმეტე ტურის მატჩს ოდიშელები 6 ივნისს გამართავენ და რუხის ტექნიკურ ცენტრში, ხობის “კოლხეთს” უმასპინძლებენ.