ოცდამეერთე ტურის შეხვედრაში, ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა გასვლაზე, მარტვილის საფეხბურთო სკოლის გუნდს, 3:1 სძლიეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი ოდიშელებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. ანგარიში ნიკოლოზ ტოდუამ გახსნა, რის შემდეგაც ანდრია კერძევაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ტაიმში, ჭყონდიდელთა კარი მესამედ, გიორგი ტაბაღუამ აიღო. მასპინძლებმა ერთი გოლის გატანა შესძლეს.
22-ე ტურის შეხვედრას ოდიშელთა თოთხმეტწლამდელები 14 ოქტომბერს, რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართავენ და ხობის “კოლხეთს” უმასპინძლებენ.