⚽️ ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა, დღეს მორიგი მეთერთმეტე ტურის შეხვედრა გამართეს და ხობის “კოლხეთს” უმასპინძლეს.
⚽️ ახალბედა ოდიშელებმა ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს, თუმცა პირველ ნახევარში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მალევე ახალბედა ოდიშელებმა კარგი კომბინაციით უპასუხეს – გიორგი კემულარიამ გამჭოლი გადაცემა გააკეთა ირაკლი ბელქანიას მისამართით, რომელმაც ნიკოლოზ ტუღუში მოძებნა, თავად ტუღუშმა დრიბლინგით ყველას აჯობა და ლამაზი გოლიც გაიტანა.
⚽️ მეორე ტაიმის დასაწყისშივე, სანდრო ხარებავამ ოდიშელები წინ გაიყვანა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე ოთო თორდიამ მესამედ აიღო მეტოქის კარი და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
⚽️ მეთოთხმეტე ტურის მატჩს ოდიშელები, 13 ივნისს გასვლაზე აბაშაში “ზანა”-ს წინააღმდეგ გამართავენ.
Share

Leave a Reply