⚽️ იმერეთის ღია ჩემპიონატის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაში, ჩვიდმეტწლამდე გუნდებმა მეექვსე ტურის შეხვედრები გამართეს. როგორც უკვე იცით, ამ ასპარეზობაში ოდიშელებს ერთი წლით უმცროსი ასაკის გუნდი ჰყავთ და ამ ეტაპისთვის მარცხის გარეშე ასპარეზობენ. ამ ასაკის ტურნირში, ორ ჯგუფია და ოდიშელები თერთმეტგუნდიან ჯგუფში ასაპარეზობენ, მათთვის მეხუთე ჩატარებული მატჩია – ხუთი მატჩიდან მათ 2 მოგება და სამი ფრე აქვთ.
⚽️ მორიგ ტურში ისინი, ზედაეწერის სტადიონზე მესამე ადგილოსან “მეშახტე” ტყიბულს შეხვდნენ და ორთაბრძოლების მიუხედავად, გუნდებმა მატჩი ნულოვანი ფრით დაასრულეს.
⚽️ უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლები შეხვედრის ბოლოსკენ სამი ქულის აღებასთან, ძალიან ახლოს იყვნენ, თუმცა ორი რეალური საგოლე მომენტი მათ გოლად ვერ აქციეს.
⚽️ მომდევნო ტურის შეხვედრას ოდიშელები, გასვლაზე 17 მაისს, ჭიათურის სპორტ-სკოლის გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.
Share

Leave a Reply