იმერეთის ღია ჩემპიონატის, რამაზ შენგელიას სახელობის თასზე, ოდიშელთა თექვსმეტწლამდელებმა მერვე ტურის შეხვედრა გამართეს და ზედაეწერის სტადიონზე, გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, ბათუმის “დინამო 1”-ს უმასპინძლეს.
შეხვედრა მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგრიშით 1:0 მოიგეს. უნდა აღინიშნოს, რომ ოდიშელები, რომლებიც ამ ტურნირში ასაკით უმცროსები არიან უდანაკარგოდ ასპარეზობენ და დღეს კი, ლიდერს პირველი მარცხიც აგემეს.
პირველ ტაიმში ორთაბრძოლების და გარდამავალი უპირატესობის მიუხედავად, გოლი არ გასულა და გუნდები შესვენებაზე ნულოვანი ფრით გავიდნენ. მეორე ტაიმში კი, რეალური საგოლე მომენტები მასპინძლებმა შექმნეს და ერთერთი გოლად აქციეს. თემურ ხასიამ სტანდარტულიდან ბურთი ძლიერად კარში გადაგზავნა და მეკარემ მოიგერია, თუმცა გადმოვარდნილ ბურთთან პირველი საბა შეროზია გაჩნდა და ანგარიშიც გახსნა 1:0. საბა შეროზია შეცვლაზე შემოვიდა და უნდა ითქვას, რომ მწვრთნელებმა ცვლილება გამოიცნეს.
მომდევნო მეცხრე ტურის მატჩს ახალბედა ოდიშელები, 31 მაისს გასვლაზე ხელვაჩაურის “მაჭახელა”-ს წინააღმდეგ გამართავენ.