ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა მიმდინარე წლის ბოლო ტურის შეხვედრა გამართეს. რუხის ტექნიკურ ცენტრში, ნორჩმა ოდიშელებმა, ბათუმის “დინამო”-ს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
პაატა გოგოხიას აღზრდილებმა, ზღვისპირელებთან უპირატესობა პირველივე ნახევარში მოიპოვეს,. ანგარიში კახი აქუბარდიამ გახსნა და მასპინძლებმა თამაშის ნახევარი მოგებით დაასრულეს.
მეორე ტაიმსი, სხვაობა ორამდე, ანდრია როგავამ გაზარდა, ხოლო მესამე გოლით, შეხვედრა ლუკა ფარცვანიამ დაასრულა.