ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა წინა ტურში თანაქალაქური გუნდის ძლევის შემდეგ, დღეს მორიგი ტურის შეხვედრაშიც სამი ქულა მოიპოვეს. ნორჩმა ოდიშელებმა ამჯერად, ჩხოროწყუს “სამეგრელო”-ს უმასპინძლეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიში მამუკა ჭანტურიამ გახსნა და შესვენებაზე ოდიშელები, უპირატესობით გაიყვანა. მეორე ნახევარში სტუმრებმა თანაფარდობა აღადგინეს, თუმცა მასპინძლებმა მეტოქეს მაინც აჯობეს, როცა ჩხროწყუელთა კარში ბურთი ნიკოლოზ ხარებავამ გაიტანა -2:1.
მეთოთხმეტე ტურის მატჩს ოდიშელები 23 ივნისს გასვლაზე, ფოთის “საფეხბურთო სკოლის” წინააღმდეგ გამართავენ.