⚽️ ჭაბუკთა ელიტ ლიგაში, ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა 22-ე ტურის შეხვედრა, რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართეს და ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდს უმასპინძლეს. ნორჩმა ოდიშელებმა გურულები, 7:1 დაამარცხეს.
⚽️ შეხვედრის პირველ ნახევარში ოდიშელებმა ორი გოლი გაიტანეს და ორივე, ანდრია კუკავამ გაიტანა – კუკავამ დუბლი ჩაიწერა. პირველ ნახევარში გურულებმა ერთი გოლის გატანა შესძლეს.
⚽️ მეორე ნახევარში კი, გამოკვეთილი უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო და ეს ანგარიშშიც აისახა. ოდიშელებმა ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. მესამე გოლი ლუკა ფარცვანია ანგარიშზეა, მეოთხედ გატანილი გოლით თავი, ნიკოლოზ შონიამ გამოიჩინა, ამის შემდეგ კიდევ ერთი დუბლი ვიხილეთ და მისი ავტორი, მათე ჯიჭონაია გახდა, ხოლო დამაგვირგვინებელი გოლი ანდრია ჭაჭუას ანგარიშზეა.
Share

Leave a Reply