⚽️ ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა დღეს, ანგისას ბაზაზე, მორიგი ტურის შეხვედრა ბათუმის “დინამო”-ს /ლურჯი/ წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანეს.
⚽️ შეხვედრის პირველ ნახევარში, გატანილი გოლებით დემეტრე იზორია გამოირჩა. იზორიამ პირველი ტაიმის შუაწელისკენ ანგარიში გახსნა, ხოლო დასრულებამდე დუბლი გაიფორმა.
⚽️მეორე ტაიმში მეორე დუბლი ვიხილეთ – ერთმანეთის მიყოლებით ზღვისპირელთა კარი ორჯერ ანდრია ლეჟავამ აიღო. მეხუთე გოლი მამუკა ჭანტურიას ანგარიშზეა, ხოლო მეექვსე გატანილი გოლით თავი, გიორგი შათირიშვილმა გამოიჩინა.
Share

Leave a Reply