⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოდიშელთა თერმეთტწლამდელებმა მორიგი ტურის მატჩი ხობის “კოლხეთი”-ს წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
⚽️ ნორჩმა ოდიშელებმა შედეგიანი სვლა პირველ ტაიმში გააკეთეს, როცა ხობელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში ალექსი ნაყოფიამ გახსნა, ხოლო მალევე დემეტრე იზორიამ ორამდე გაზარდა ანგარიში -2:0.
⚽️ ხობელებმა მეორე ნახევარში სხვაობის შემცირება შესძლეს, თუმცა ქულები მაინც დაკარგეს.
⚽️ აქვე ლირიულ გადახვევას გავაკეთებთ – ცოტა ხანში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, საფეხბურთო ისტორიაში პირველად წარსდგება ევროპულ სარბიელზე ქვეყნის სახელით და ჯვაროსნები, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ – ჩვენი კლუბის და ჩვენი ყველა ასაკობრივი გუნდების სახელით, ვუსურვოთ ჩვენ გუნდს წარმატება! მე ვარ საქართველო -ამ შემართებით ერი დღეს ერთიანია! საქართველოს გაუმარჯოს!!!!
Share

Leave a Reply