ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში თერთმეტწლამდე გუნდებს შორის, ერთ-ერთი მატჩი მართლაც გამოსარჩევი გახლდათ. თანაქალაქელები -“ოდიში1919”-“ბაია” ერთმანეთს, რუხის ტექნიკურ ცენტრში შეხვდნენ ერთმანეთს.
ნორჩმა ფეხბურთელებმა საკმაოდ საინტერესოდ წარმათეს შეხვედრა. ორივე გუნდი სამი ქულისთვის უშეღავათოდ იბრძოდა. პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა,
მეორე ნახევარში ნომინალურმა მასპინძელმა უპირატესობა მოიპოვა და ანგარიშიც გაიხსნა. დემეტრე იზორიამ ოდიშელები დააწინაურა. ამის შემდეგ ნორჩმა ოდიშელებმა კიდევ ორი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა მეტი გოლი არ გასულა და თანაქალაქელთა შეხვედრაში, ოდიშმა მინიმალური ანგარიში იმარჯვა.