⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, თოთხმეტწლამდე გუნდებმა 24-ე ტურის შეხვედრები გამართეს. ამ ტურში, საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა გაიმართა რუხის ტექნიკურ ცენტრში, სადაც ერთმანეთს, თანაქალაქური გუნდები, “ოდიში 1919” და “ბაია” დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ გუნდებს შორის მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ნომინალურმა მასპინძელმა გუნდმა 3:2 მოიგო.
⚽️ მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და თამაშმა, უკვე საწყის წუთებზევე შეიძინა ინტრიგა, როცა ბაიელები დაწინაურდნენ. ოდიშელებმა თამაში შუაწელისკენ დაალაგეს და იყო მომენტებიც, თუმცა მათ წონასწორობა ტაიმის მიწურულს შესძლეს. გოლი კი მეტოქის კარში, ნიკოლოზ თოდუამ გაიტანა.
⚽️ მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ოდიშელები წინ გავიდნენ. გატანილი გოლით თავი, ანდრია კერძევაძემ გამოიჩინა. შემდეგ ჯერზე, ისევ ნიკოლოზ თოდუას აქტიურობა ვიხილეთ და მან, მეორედ აიღო მეტოქის კარი – თვითონ დუბლი გაიფორმა. ბაიელებმა შეხვედრის ბოლოსკენ სხვაობა შეამცირეს და სათამაშო ინტრიგაც დაბრუნდა, თუმცა შედეგის შესაცვლელად დრო საკმარისი არ აღმოჩნდა.
Share

Leave a Reply