⚽️ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში ქუთაისში, დღეს სტარტი აიღო თამაზ კოსტავას სახელობის ტურნირმა ფეხბურთში, თერთმეტწლამდე გუნდები მონაწილეობით. ამ ტურნირში ოდისელთა თერთმეტწლამდელები იღებენ მონაწილეობას და დღეს მათ ორი შეხვედრაც გამართეს.
⚽️ პირველი მატჩი ნორჩმა ოდიშელებმა, “მეშახტე” ტყიბულის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 6: 1 დაამარცხეს. პირველ ტაიმში გოლები, კობა შულაიამ, დემეტრე იზორიამ და ალექსი ნაყოფიამ გაიტანეს, იმერლებმა ერთი გოლით უპასუხეს.
⚽️ მეორე ნახევარში გიორგი კუხალეიშვილმა ერთმანეთის მიყოლებით სამი გოლი გაიტანა და ჰეთრიკი შეასრულა.
⚽️ მეორე მატჩი კი “მართვე” ქუთაისის წინააღმდეგ გაიმართა და ნორჩი ოდიშელები, მეორე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1:0 დამარცხდნენ. ხვალ კი, ოდიშელი “მერეთები”, მესამე შეხვდრას “სამგურალი” წყალტუბოს წინააღმდეგ გამართავენ.
⚽️ ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი იღებს და ისინი ორ ჯგუფად არიან დაყოფილი. თამაზ კოსტავას სახელობის ტურნირი 26 მაისს, ფინალური მატჩით დასრულდება.
Share

Leave a Reply