⚽️ მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, ვერცხლის ლიგის გათამაშების დასრულებამდე ორი ტური რჩება. ქვედა ჯგუფში თხუთმეტწლამდე გუნდებს შორის დღეს მერვე ტურის მატჩები გაიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ ცხრილის ქვედა საფეხურზე უშუალო კონკურენტების “სამგურალი-ოდიში 1919”-ს შორის, მართლაც დაძაბული შეხვედრა გაიმართა.
⚽️ შეხვედრის პირველი ნახევარი იმრელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი ღურწკაიამ აღადგინა წონასწორობა. ამის შემდეგ, ანდრია ვარდანიამ ოდიშელები წინ გაიყვანა – თუმცა ამით არაფერი დასრულებულა, მოხდა ისე, რომ ჩამორჩენის მიუხედავად, იმერლებმა ორჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და წინ გავიდნენ. ინტენსიურად ცვალებადი ანგარიში, თამაშის დასულებამდე კიდევ უფრო შეიცვალა და უკვე სტუმართა სასარგებლოდ – ოდიშელთაგან ანდრია ვარდანიამ, კიდევ ორჯერ შესძლო მასპინძელთა კარის აღება და საკუთარ გუნდს ოქროს ქულები შესძინა – თვითონ, ჰეთრიკი გაიფორმა. მომდევნო ტურის შეხვედრას, ოდიშელები საკუთარ სტადიონზე გამართავენ და “თენგიზ სულაქველიძის” აკადემიის გუნდს მიიღებენ. მოგების შემთხვევაში ისინი, მომავალ სეზონს კვლავ ვერცხლის ლიგაში იასპარეზებენ.
Share

Leave a Reply