⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგის გათამაშებაში, ოდიშელეთა თოთხმეტწლამდელები რიხით წინ მიიწევენ და უკვე მიჯრით მეექვსე მატჩი მოიგეს. მეექვსე ტურში ისინი გასვლაზე ბათუმის “დინამო”-ს /ლურჯი/ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
⚽️ გოლი მეორე ტაიმში ვიხილეთ – ოთო თორდიას ჩინებული გარღვევა, რომელმაც სამი მეურვე ჩამოიცილა და ზუსტი გადაცემა ნიკოლოზ თუთბერიძის მისამართის გააკეთა, ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა. თუთბერიძის გოლი კი, საქმულიანი აღმოჩნდა.
⚽️ ამჯერად ოდიშელთა თოთხმეტწლამდელები, ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.
Share

Leave a Reply