იმერეთის ღია ჩემპიონატის, რამაზ შენგელიას სახელობის თასზე მოასპარეზე გუნდებმა მეთერთმეტე ტურის შეხვედრები გამართეს. ჩვიდმეტწლამდე გუნდებს შორის დაპირისპირებაში, ოდიშელთა თექვსმეტწლამდე გუნდი ასპარეზობს და საკმაოდ შედეგიანადაც. ოდიშელთა თექვსმეტლწმდელებმა დღეს გასვლაზე, ვანის “სლორი დაამარცხეს და ლიდერთა სამეულს მიუახლოვდნენ.
შეხვედრის პირველ ნახევარში, სტუმრებმა საგოლე მომენტები შექმნეს, მაგრამ შედეგიანი მხოლოდ საბა როგავას გოლი აღმოჩნდა და ოდიშელებმა პირველი ნახევარიც ამ ანგარიშით დაასრულეს.’
მეორე ნახევარში ორთაბრძოლები გაგრძელდა და ოდიშელებს ანგარიშის გაზრდის შანსები ჰქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზას შედეგიანად ვერ ასრულებდნენ, მაგრამ მალხაზ გოგოხიამ ოდიშელები მაინც გაიყვანა წინ მეორე გატანილი გოლით -2:0. იმერლებმა შეხვედრის ბოლოსკენ პენალტის ნიშნულიდან სხვაობა შეამცირეს, თუმცა ქულის გადასარჩენად ეს გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა.