ლიდერებმა ქულები გაიყვეს – „ბორჯომი – ოდიში 1919“ ეროვნული ლიგა 4-ის, რვა გუნდიან წითელ ჯგუფში მართლაც საინტერესო ვითარებაა შექმნილი – თავად განსაჯეთ, პირველიდან მეშვიდე ადგილის ჩათვლით ქულათა თანაფარდობა ძალიან მიზერულია და დარჩენილ ტურებში, ზედა ლიგაში აღზევებისთვის, ნამდვილი ორთაბრძოლებია მოსალოდნელი. ამ ჯგუფის ლიდერთა შორის შეხვედრა ბორჯომში გაიმართა, სადაც ს.კ. „ბორჯომი“, ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს მასპინძლობდა. დღევანდელი სამი ქულა ორივე გუნდისთვის მყარი ნაბიჯი იქნებოდა პირველობისთვის ბრძოლაში. საწყისი წუთები თითქოს ფრთხილი ტაქტიკით დაიწყო ორივე გუნდმა, თუმცა ორთაბრძოლები 10 წუთიანი ინტერვალის შემდეგ გაჩაღდა. თავდაპირველად ისიც ვთქვათ, რომ პრინციპულ შეხვედრაში, ბესიკ შეროზიას შეგირდებში საკმაოდ დიდი დანაკლისი იყო-ბორჯომელებთან თამაში დისკვალიფიკაციის გამო, დიმიტრი თუთბერიძემ და ლაშა გოგონაიამ გამოტოვეს. წინა დღით მოთელვისას ტრავმა მიიღო საბა დანელიამ და იგი განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო დღევანდელ თამაშში პირველი ტაიმის მიწურულს შეროზიას, იძულებითი ცვლილების გაკეთებამ მოუწია, როცა დაშავებული გიორგი სიჭინავას ნაცვლად მოედანზე, ნუკრი ჭკადუა გამოიყვანა. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს და შახი თოლორაიას სტანდარტულის შემდეგ, ლაშა კუკავას ანგარიშის გახსნა შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა. საპირისპირო შეტევა კი მასპინძლებმა რეალურ საგოლე მომენტად აქციეს, როცა არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა ზუგდიდელთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, მაგრამ ვერც ბორჯომი დაწინაურდა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ვაჟა მათიაშვილი მივიდა, მაგრამ მას სტუმართა კიპერმა, მანუჩარ ივარდავამ აჯობა და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. სხვათაშორის უნდა აღინიშნოს, რომ ოდიშელთა მეკარემ, მანუჩარ ივარდავამ წინა ტურშიც, თბილისის „ვიტ ჯორჯია 2“-სთან შესძლო პენალტის მოგერიება. სხვა დასამახსოვრებელი პირველ ნახევარში არაფერი მომხდარა და გუნდები ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. მეორე ნახევარში კი, კვლავ აქტიური ზუგდიდელთა შემტევი ლაშა კუკავა იყო, რომელმაც ზედიზედ ორი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ცოტა ხანში კი, ზურაბ მალანიას შეეძლო სამი ქულა მოეტანა საკუთარი გუნდისთვის, თუმცა მისი დარტყმული კარის ჩარჩოს მცირედით ასცდა. შეხვედრაც იმგვარი სცენარით წარიმართა, რომ ერთ გოლს შეეძლო შეხვედრის ბედი გადაეწყვიტა, თუმცა გუნდები ერთმანეთს ნულოვანი ფრით დასცილდნენ. მომდევნო მეათე ტურის შეხვედრას,ზუგდიდის „ოდიში 1919“, საკუთარ სტადიონზე 9 ნოემბერს გამართავს და თბილისის „იბერია“-ს დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა მასპინძლებითვის ნამდვილად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წარმატების შემთხვევაში, პირველი ადგილისთვის ფუნდამენტურ ნაბიჯს გადადგამს ეროვნული ლიგა 4 – წითელი ჯგუფი IX ტური „ბორჯომი – ოდიში 1919“ – 0:0 ბორჯომი, „ჯემალ ზეინკლიშვილი“-ს სახელობის სტადიონი – 4 ნოემბერი „ბორჯომი“: ქუთათელაძე, დიდებაშვილი, დვალიშვილი, მაღალდაძე (ლომსაძე 60-ე წთ), მათიაშვილი, წივწივაძე, ახალაია, ბერიძე (მიქავა 72-ე წთ), ძნელაშვილი, აბაკელია, კოკაია (კოკაია 61-ე წთ) სათადარიგო: აბჟანდაძე, მჭედლიშვილი, ცხოვრებაძე, ფასანძე მთ.მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე „ოდიში 1919“: ივარდავა, კილასონია, თურმანიძე, თოლორაია, გაბედავა, მალანია, ცინდელიანი, ქომეთიანი (გაბეჩავა 70-ე წთ), სიჭინავა (ჭკადუა 37-ე წთ), წურწუმია, კუკავა სათადარიგო: ჩქვანავა, ანთია მთ.მწვრთნელი: ბესიკ შეროზია გაფრთხილება: მალანია (18-ე წთ), ცინდელიანი (37-ე წთ), კოკაია (59-ე წთ)ძნელაშვილი (59-ე წთ), ქომეთიანი (59-ე წთ) მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

 

Share

Leave a Reply